მოგესალმებით ❤️ MrPotato პირველი და ერთადერთი გამომცხვარი კარტოფილის რესტორანია საქართველოში, სადაც გამოიყენება ავთენტური King Edward კონვენციური საცხობი ღუმელი ინგლისიდან! ჩვენი სრულყოფილად გამომცხვარი კარტოფილი – გარედან ხრაშუნა, შიგნიდან კი ნაზი და ჰაეროვანი შიგთავსით აღგაფრთოვანებთ პირველივე გასინჯვისას.
ჩვენი ისტორია დაიწყო სიყვარულით მარტივი, მაგრამ გემრიელი საკვებისადმი, რომელიც დამზადებულია ხარისხიანი ინგრედიენტებით. ჩვენი უნიკალური ღუმელის წყალობით, ვქმნით განსაკუთრებულ გემოს და ტექსტურას, რომელსაც სხვაგან ვერ იპოვით.
გთავაზობთ როგორც კლასიკურ, ისე უჩვეულო ტოპინგებს, რათა ყველამ იპოვოს თავისი ფავორიტი .გვჯერა, რომ გემრიელი საკვები ადამიანებს აერთიანებს. ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ სითბო, კომფორტი და საუკეთესო გამომცხვარი კარტოფილის გემო, იქნებით მარტო, მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად – ჩვენთან ყოველთვის დაგხვდებათ სიახლე, გემო და მყუდრო გარემო.მობრძანდით და თავად შეიგრძენით განსხვავება!
@მარინა